English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი
19.95₾
აღწერა
ISBN: 9789941487218
კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა, სახელმძღვანელოები
ავტორი: გელა ჩარკვიანი
გვერდები: 178
ფორმატი: 13.5X20
გამოცემის თარიღი: 2020
ყდა: რბილი
ფასი: 19.95
გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი ანგლოფილის მასტერკლასია – იმ ბიჭის ამბავი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიზნად დაისახა, სრულყოფილად შეესწავლა ინგლისური ენა; შეესწავლა ისე, რომ ამ ენაზე შეძლებოდა შეუცდომლად გამოეთქვა ყველაფერი, რასაც მშობლიურ ენაზე წერდა და ლაპარაკობდა, და ცოტა მეტიც.
ავტორის დაკვირვებით, ეს რთული გზა აუცილებელ ჩვევათა გამომუშავებაზე გადიოდა, რაც ყოველდღიურად საათობით თავაუღებელ შრომას და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვდა. გელა ჩარკვიანი შთამბეჭდავად აღწერს თავისი მიზნისკენ სვლას – მარცხითა და შელახული თავმოყვარეობით აღძრულ დაუოკებელ სურვილს, რომ შეემეცნებინა ენის სული და ის კულტურული კონტექსტი, რასაც ეფუძნება ინგლისური ენა; ჯერ თვითონ შეესწავლა, შემდეგ კი თავისი უნიკალური მეთოდით სხვებისთვისაც ესწავლებინა ათეული წლების განმავლობაში.
ეს წიგნი აუცილებელი საკითხავია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ინგლისურის შესწავლაზე, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ უკვე შეისწავლა ენა, მათთვის, ვინც ასწავლის ინგლისურს და უფროსი კოლეგის ფასდაუდებელი რჩევა სჭირდება, და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ აინტერესებს საბჭოთა კავშირში დაბადებული კაცის ამბავი, რომელმაც უცხო ენა თავისი ცხოვრებისა და კარიერის მუდმივ, განუყრელ პერსონაჟად აქცია.
Customer Reviews
Related Products
Chance Chanel
მარაგშია
Aventus By Creed
მარაგშია
მიმოხილვა
Clear filtersმიმოხილვები ჯერ არ არის.