ეროვნული გამოცდების სიმულაცია ისტორიაში (ტესტები და რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის)

17.00

0 People watching this product now!

აღწერა

ISBN: 978-9941-463-59-4

კატეგორია: სახელმძღვანელოები

ავტორი: გიორგი მეჭურჭლიშვილი, არჩილ თაბუკაშვილი, კონსტანტინე ბარამია

გვერდები: 130

ფორმატი: A4

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: რბილი

ფასი: 17.00 

ყოველწლიურად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგნად 12 000 აბიტურიენტზე მეტი ირჩევს ისტორიას. მათგან მხოლოდ 5% ახერხებს ქულათა 90%-ზე მეტის მიღებას (61-70 ქულა). ამ სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს აბიტურიენტს შედეგების გაუმჯობესებაში. მისცეს მას საშუალება გადაამოწმოს საკუთარი ცოდნა და უნარები. ეროვნული გამოცდების სრული სტანდარტის დაცვით შედგენილი ტესტები აბიტურიენტს საშუალებას აძლევს გამოცდაზე გასვლამდე გაიაროს ეროვნული გამოცდების სიმულაცია, ანუ შეძლოს ზუსტად იმ ტიპისა და სირთულის დავალებების გაკეთება, რომლის მსგავსის შესრულებაც მოუწევს უშუალოდ ეროვნულ გამოცდებზე.

სახელმძღვანელოს ავტორებმა შეისწავლეს 2012 წლიდან დღემდე ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები. განსაზღვრეს ტესტის შედგენისას გამოყენებული თითოეული დავალების ტიპი და სირთულე. ისტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე გააანალიზეს ამა თუ იმ ტიპის სავარჯიშოში კონკრეტული ისტორიული ეპოქიდან შეკითხვის დასმის რაოდენობრივი ალბათობა. უშუალოდ შეკითხვის ფორმულირების ტიპები და სწორედ ამ სტანდარტების დაცვით შეადგინეს მოცემული სახელმძღვანელო.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სახელმძღვანელოში განთავსებულია ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი უნიკალური რუკები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია არა მარტო ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, არამედ საგაკვეთილო პროცესისას კონკრეტული ისტორიული ეპოქის გასააზრებლადაც. 

სახელმძღვანელო რეკომენდირებულია გამოსაშვები გამოცდებისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების მსურველთათვისაც.

Customer Reviews

0 reviews
0
0
0
0
0

მიმოხილვა

Clear filters

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ეროვნული გამოცდების სიმულაცია ისტორიაში (ტესტები და რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

1 2 3 4 5
1 2 3 4 5
1 2 3 4 5