ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ
14.95₾
აღწერა
ავტორი: ნატა ასათიანი
ჟანრი: ბიზნესი
სერია: ლურჯი ოკეანე
ISBN: 9789941329005
წიგნის ენა: ქართული
ყდის ტიპი: რბილი
გვერდები: 152
წიგნის ფორმატი: 14×21
გამოშვების წელი: 2021
ეს არის წიგნი ყველასთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს საჯაროდ საუბრის უნარები და იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ჩვენ ხშირად გვესმის ისტორიები გამორჩეული საჯარო ფიგურების შესახებ, ვუსმენთ მათ გამოსვლებს და ხშირად ვფიქრობთ, რომ ისინი რაღაც განსაკუთრებული უნარებით არიან დაჯილდოებულნი. თუმცა, რეალურად, სწორედ ეს წიგნი გვაჩვენებს, რომ ცნობილი პოლიტიკოსებიც, მსახიობებიც, ნობელის პრემიის ლაურეატებიც ისევე ღელავენ საჯაროდ საუბრის წინ, როგორც მე და თქვენ გვინერვიულია და აგვჩარებია გული. წიგნი “ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ” გვაჩვენებს, რომ სწორი მიდგომით და ვარჯიშით შესაძლებელია საზოგადოების წინაშე საუბარი ვაქციოთ არა ნერვიულობის, არამედ სიამოვნების წინაპირობად. წიგნი განსაკუთრებით დაეხმარება სტუდენტებს, სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულ პირებს, მომავალ პოლიტიკოსებს, გაყიდვების აგენტებს, ყველას, ვინც აცნობიერებს, რომ საჯაროდ საუბარი, კარგი პრეზენტაცია წარმატების მთავარი ფაქტორია. ნატა ასათიანი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
Customer Reviews
Related Products
Chance Chanel
მარაგშია
Aventus By Creed
მარაგშია
მიმოხილვა
Clear filtersმიმოხილვები ჯერ არ არის.