აღწერა
ISBN: 978-9941-504-36-5
კატეგორია: სახელმძღვანელოები
ავტორი: თეა გვასალია
გვერდები: 160
ფორმატი: 16×23
გამოცემის თარიღი: 2023
ყდა: რბილი
ფასი: 19.95
მეგობარო, თუ ამ სიტყვებს კითხულობ, ე. ი. ესპანურის სწავლა გინდა, ან უკვე სწავლობ. სწორი გადაწყვეტილებაა. ესპანური, გარდა იმისა, რომ ულამაზესია, მნიშვნელობით მეორე ენადაა აღიარებული მსოფლიოში, რადგან ის 400 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური და 20 ქვეყნის ოფიციალური ენაა.
გრამატიკა ნებისმიერი ენის ჩონჩხია, რომელსაც ლექსიკით ვასხამთ ხორცს. ამ წიგნში შევეცადე, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად ამეხსნა ყველა ის გრამატიკული ასპექტი, რაც ესპანური ენის შესწავლისთვისაა აუცილებელი.
ესპანურის შესწავლის მსურველები ხშირად მეკითხებიან:
– რთულია თუ არა ესპანურის გრამატიკა?
– არც ისე. ინგლისურის გრამატიკაზე ოდნავ რთული და ფრანგულისაზე გაცილებით მარტივია. ასე რომ, ცოტა მონდომება და შენც შეუერთდები ესპანურენოვანთა მრავალმილიონიან არმიას! – თეა გვასალია
Customer Reviews
Related Products
Chance Chanel
მარაგშია
Aventus By Creed
მარაგშია
მიმოხილვა
Clear filtersმიმოხილვები ჯერ არ არის.